თავში

ოხანაშვილი: მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არ არის

ოხანაშვილი: მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არ არის
ოხანაშვილი: მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არ არის

მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მერაბიშვილი კრიმინალური მენტალიტეტის მქონეა და ეს დღესაც ნათლად გამოჩნდა.

"კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ე.წ ლიდერი შეუერთდა, იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ,,ნაციონალური მოძრაობა" მის სატელიტ პარტიებთან ერთად. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, ის სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები, რომლებიც ამ ადამიანმა გააუბედურა. რაც შეეხება პოლიტიკას, ,,ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ,,ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მან საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system