თავში

გინებას იმსახურებდა და მიიღო - კობახიძე

გინებას იმსახურებდა და მიიღო - კობახიძე
გინებას იმსახურებდა და მიიღო - კობახიძე

"პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკის კეთება, მაგრამ გუშინ ნიკანორ მელია იმსახურებდა გინებას და მან მიიღო შესაბამისი პასუხი" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის თბილისის წარმომადგენლობასთან გუშინ მიმხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. 

კობახიძის თქმით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხდის ბოდიშს, თუმა აცხადებს, რომ ნიკა მელიას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა. 

„გუშინ კაცი მოვიდა, გადმოვიდა შეურაცხყოფაზე და ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, იყო სიტყვიერი პასუხი. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი. სხვა შემთხვევებშიც იგივე ხდება ხოლმე. არის პროვოკაციები, ეს მოხდა ქარელში, ბათუმში, ხელვაჩაურში. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენების მხრიდან იყო ღირსეული პასუხი. სამწუხაროდ, დმანისში იყო ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ძალიან სამწუხარო და მძიმე შემთხვევა მოხდა და იქაც შსს-მ მიიღო მყისიერი ზომები, მაგრამ გუშინდელი მაგალითი, რაც იკადრა ნიკანორ მელიამ, აქ ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ეს ყველაფერი არის გადაღებული. მოვიდა, შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო. ერთადერთი, გავეცი სიტყვიერი პასუხი, სადაც იყო შეურაცხყოფის მკაფიო ნიშნები, ამისთვის მე არა მას, არამედ საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს, თუმცა რეაგირების გარეშე ასეთი შეურაცხყოფის დატოვებაც, ბუნებრივია არ შეიძლებოდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ევროკავშირის თბილისი ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system