თავში

გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

,,გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მისიის დაწყება მიულოცა და ევროსაბჭოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატება COVID-19-თან ბრძოლის მართვის კუთხით, ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის მიუხედავად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას. 

შეხვედრაზე აღინიშნა ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, ამ მხრივ, რეფორმების გაგრძელებისა და ევროსაბჭოს შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system