
პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მრჩეველს სიმონ მორდუს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველს მაგდალენა გრონოს შეხვდა
შეხვედრაზე განიხილეს შარლ მიშელის შეთანხმება, შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაღრმავების უკვე არსებულ და ახლად შესაქმნელ მექანიზმებს.
სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. ასევე, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.