თავში

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამავე პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია იქნება.

ამის შესახებ გახარიამ კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

"მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", – განაცხადა გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენა, ამ წუთებში, მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system