თავში

გიორგი გახარია: 24-საათიანი შრომით ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი

გიორგი გახარია: 24-საათიანი შრომით ჩვენი დღევანხადოთ უკეთესი
გიორგი გახარია: 24-საათიანი შრომით ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი

„მიუხედავად ჩვენი წარმატებებისა, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა, სამწუხაროდ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბევრი მაგარი დაწყებული საჭირო საქმე გვაქვს ერთად დასასრულებელი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ – გზა, წყალი, გაზი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე, ვანში განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს ქვეყანაში ადამიანის ჯანდაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესები უგულებელყოფილი იყო. 

"არავის არაფერში უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი შრომით, ყოველდღიურად, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ერთად შრომით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მარტივ, ელემენტარულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა სოფლის გზები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ვანში სერიოზული პრობლემაა, როგორც წყალმომარაგება, ისე სანიაღვრე არხები, ასევე მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და კიდევ ბევრი რამ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა იქნება სერიოზული ნაბიჯი, რომ ვანმა მნიშვნელოვანი ტურისტული აზრი შეიძინოს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო დონეზე.

„შეუძლებელია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი. ადამიანს, ვანში, რომელსაც აქვს სურვილი, თავის თავზე რისკი აიღოს, შიში გადალახოს, გადადგას პირველი ნაბიჯი და თავისი საქმე დაიწყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში თუ სხვა დარგებში, სახელმწიფო რა თქმა უნდა გვერდით უნდა დაუდგეს. ჩვენ ამისთვის გავაკეთეთ პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია”, რომელმაც გააერთიანა ყველა ის პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო თითოეულ ადამიანს ეხმარება. წელს, ვანში გაკეთდა საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გახსნა. იმისთვის, რომ პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში” მიგეღოთ მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებში მიგეღოთ მონაწილეობა, ეს იქნება „დანერგე მომავალი” თუ სხვა რამ, უნდა ჩასულიყავით თბილისში და იქ მიგეღოთ ინფორმაცია. ეს ყველაფერი, დღეს, აქ გაქვთ, ვანში, საზოგადოებრივ ცენტრში. ერთი ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი, რომ მიხვიდეთ. იქ სრული ინფორმაციაა იმ დონემდე, რომ კონტრაქტის გაფორმებაა შესაძლებელი, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას თანაბარი პირობები ყველასთვის და ნიჭიერმა ადამიანს, რომელსაც შეუძლია პირველი ნაბიჯი გადადგას, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით და საქართველო გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა. თანაბარი შესაძლებლობის ქვეყანა ყველასთვის, ვისაც შეუძლია, ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და შემდეგ, გაძლიერდეს ისე, რომ დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ”,- განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system