თავში

გიორგი გახარია: აშკარაა საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში

გიორგი გახარია: აშკარაა საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში
გიორგი გახარია: აშკარაა საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განუცხადა.

„ყველას გვაქვს ჩვენი შეხვედრების განრიგი და ამ სამ დღეს მთავრობის თითოეული წევრი ძალიან აქტიურად გამოიყენებს. კონფერენციის გახსნით სიტყვაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შესახებაც და თქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის ის ნარატივი და ის თემა, რაზეც ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან, რომელზეც დეტალურად იყო განხილული, როგორც უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

„მოგეხსენებათ, 2019 წელს ნოემბერში გადახალისდა პროგრამები, რომელშიც ჩვენ ვთანმშრომლობთ აშშ-სთან. ასევე, განვიხილეთ ჩვენი წარმომადგენლობა როგორც ავღანეთში, ასევე საერთაშორისო კონტრიბუციაში. ეს იყო ძირითადი შეხვედრა, რათა დაგვეგეგმა უახლოეს წლებში ჩვენი გეგმები, როგორია პირველ რიგში უსაფრთხოებისა და თავდაცვის განზომილებაში თანამშრომლობა. ჩვენ ასევე გვქონდა სხვა შეხვედრები, რომლებიც ძირითადად ეხება საქართველოს როლს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. უკვე აშკარად ჩანს საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ისევე როგორც კიბერუსაფრთხოების ნაწილში. ეს ის მიმართულებებია, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება და საქართველო უნდა იყოს სანდო და სტაბილური პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system