თავში

გიორგი გახარია ბრიუსელში მაცეი პოპოვსკის შეხვდა

​გიორგი გახარია ბრიუსელში მაცეი პოპოვსკის შეხვდა
გიორგი გახარია ბრიუსელში მაცეი პოპოვსკის შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე მაცეი პოპოვსკის შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის და პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მაცეი პოპოვსკის პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა პარტია “საქართველოსთვის” მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system