თავში

გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
გიორგი გახარია:  ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მან ყურადღება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. 

"ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system