თავში

გიორგი გახარია: ჩვენი მთავრობის ცენტრში იყო და არის ადამიანი

გიორგი გახარია: ჩვენი მთავრობის ცენტრში იყო და არის ადამიანი
გიორგი გახარია: ჩვენი მთავრობის ცენტრში იყო და არის ადამიანი

"ჩვენი მთავრობის ცენტრში 2012 წლიდან იყო ადამიანიჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით," -ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას დონორთა ფორუმი წარმატებით ჩატარდა.

"მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გახალვთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, განათლების რეფორმა, ასევე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სფერო და, რა თქმა უნდა, ღია მმართველობა, - ყველა ეს ის მიმართულებაა, რომელიც იყო დეტალურად განხილული დონორთა ფორუმზე. მივიღეთ სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ სფეროებში გასატარებელი რეფომრების თვალსაზრისით. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის ცენტრში 2012 წლიდან იყო ადამიანი და სწორედ 2013 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიწყო გრძელვადიანი სტრატეგიაზე მუშაობა ადამიანის უფლებების, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითეული რეფორმის თვალსაზრისით, თითოეული რეფორმის გატარების დროს, ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. დღეს, წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე ახალ ეტაზე მუშაობას, რომელიც ასევე იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის შექმნის პროცესში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შეასძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მუშაობის და მოგიწოდებთ, თითეულმა თქვენგანმა, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რომ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system