თავში

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე სრულად შეასრულებს ვალდებულებებს

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე სრულად შეასრულებს ვალდებულებებს
გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე სრულად შეასრულებს ვალდებულებებს

დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახი კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან. 

“მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. ვუსურვებ მას წარმატებებს და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ფაქტი იყო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system