თავში

გიორგი გახარია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა

გიორგი გახარია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა
გიორგი გახარია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა. ამის შესახებ report.ge-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მარინა კალიურანდმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე NATO-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system