თავში

გიორგი გახარია: გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა

​გიორგი გახარია: გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა
გიორგი გახარია: გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა

„გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა“- პრემიერ მინისტრი ამით ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ტელეკომპანიის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, კახა კალაძესთან და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო.

„ბატონი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო და წარმატებული მერი, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჩვენს ქალაქში. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია და ყველაფერი, რასაც ამბობთ, კომენტარის გამო დასმული კითხვაა. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით კახა კალაძემაც გააკეთა კომენტარი „იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ? არასდროს მივიღებ ჩემთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას“- განაცხადა თბილისის მერმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system