თავში

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს
გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

"გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება", - ნათქვამია გახარიას ტვიტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system