თავში

გიორგი გახარია ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში შეხვდა

გიორგი გახარია ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში შეხვდა
გიორგი გახარია ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

როგორც report.ge- პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

„აღინიშნა ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მთელი რიგი მიმართულებებით და ითქვა, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე; აღინიშნა, რომ ტურიზმის თვალსაზრისით, ისრაელი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის. გამოითქვა იმედი, რომ 2020 წელი ამ და სხვა მიმართულებებით კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბარს, რომლებსაც საქართველოში ისრაელის საელჩო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. მხარეებს ქართველი ისრაელელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებსაც გაუსვეს ხაზი. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

ამასთან, გიორგი გახარიამ რან გიდორს ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანიც ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system