თავში

გიორგი გახარია კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს

გიორგი გახარია კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს
გიორგი გახარია კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს

"ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას გააკეთა.

მისი განმარტებით, მთავრობის პრიორიტეტი მომავალი 4 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება. 

"ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 2018 წელს. სამწუხაროდ, ეს დრო გაიჭიმა, მაგრამ წელს ეს დასრულდება, ისევე როგორც წნორში. დაახლოებით 27 მილიონი ლარი იხარჯება სოფლების წყალმომარაგების თვალსაზრისით. როგორც კი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება, შემდეგი ეტაპი იქნება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა და შიდა სასოფლო გზები. ყველაფერი ეს, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ მთელი საქათველოს მასშტაბით. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს ის ფულია, რომელიც სისტემურ პროექტებში დაიხარჯება. გაზი, წყალი, გზები, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში საბაზისო ინფრასტრუქტურა ნორმალური იყოს“,-განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system