თავში

გიორგი გახარია: კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია

გიორგი გახარია: კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია
გიორგი გახარია: კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია

კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, Twitter-ში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.

„სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.

კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი.

გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system