თავში

გიორგი გახარია ლავროვთან შეხვედრაზე: ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით

გიორგი გახარია ლავროვთან შეხვედრაზე: ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესების
გიორგი გახარია ლავროვთან შეხვედრაზე: ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით, "საერთაშორისო პარტნიორებთან სინქრონში" შედგა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს: 

"პირველი, ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან. მეორე, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს... ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენ მაგივრად, ვერავინ გააკეთებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system