თავში

გიორგი გახარია მეუფე იაკობის ბრალდებებს პასუხობს

გიორგი გახარია მეუფე იაკობის ბრალდებებს პასუხობს
გიორგი გახარია მეუფე იაკობის ბრალდებებს პასუხობს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ბოდბელი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობის ბრალდებებს პასუხობს. წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზეც უპასუხა კითხვებს.

გახარიას მტკიცებით, მას მეუფის მიერ გაკეთებული განცხადებები არ აინტერესებს და თავს მისი შეფასების უფლებას არ მისცემს, თუმცა ექსპრემიერის თქმით, მისთვის აშკარაა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.  

„ეს არ ხდება პირველად. მეუფემ ეს სამწუხაროდ ადრეც გააკეთა. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ სამწუხაროდ, დღეს სასულიერო პირებს სახელმწიფო იყენებს პოლიტიკური მიზნით. პოლიტიკურმა პარტიამ ფაქტობრივად მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგო და მათ რესურსა იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს- ახლა უკვე გადავიდა ეკლესიაზე. ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფომ ძალიან უხეშად, უპასუხისმგებლოდ გამოიყენა ეკლესია, მისი სახელი, გამოიყენა სასულიერო პირები - შემდგომ მათ ამოეფარა ზურგსუკან და დაიმალა. იგივე ხდება ახლაც. პოლიტიკური მიზნის მისაღწევად კონკრეტული პირები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია დღეს იყენებს ეკლესიას - ეს სწორედ ეს შემთხვევაა. და მე არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მეუფის სიტყვები რაღაცნაირად შევაფასო. არ მაინტერესებს. ყველაზე ცუდს რასაც ვხედავ - ეკლესიის აბსოლუტურად ჩართვას ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში. არ მივცემ მე ამას შეფასებას. 

მან ბევრი რამე თქვა და კიდევ შეუძლია ბევრი საუბარი გააგრძელოს. ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანი, რომელიც რაღაცას ამბობს იმისთვის, რომ კონკრეტულ პარტიას ერთი დღით მაინც გაუხანგრძლივოს სიცოცხლე - რაც წესით მოქალაქეების გადასაწყვეტია და ცდილობს ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება იქონიოს ფეიკ ნიუსებით, დეზინფორმაციით, ტყუილით, მოდელირებული რეალობით - მე ეს არ მაინტერესებს - ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაშინ გამოდის, რომ მე უნდა დავიწყო მათივე წესებით თამაში და არ ვაპირებ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან მარტო იმით კი არა, რომ სადღაც რაღაც ღონისძიებებს ესწრებიან - არამედ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. ეს მიუღებელია ჩემთვის, როგორც ცალკე აღებული ქართველი მოქალაქისთვის. ამ ნაწილში პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო და პარტია ცდილობს კონკრეტული სასულიერო პირები გამოიყენოს. მე ამას რა შეფასება უნდა გავუკეთო. ამას ერთხელ შეფასება მეც მივეცი. შეფასება ამას ერთხელ ეკლესიამაც მისცა.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა გიორგი გახარიას მოსკოვის კაცი უწოდა და თქვა, რომ ის სასულიერო პირებზე კომპრომატებს აგროვებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system