თავში

გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა
გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ევროპარლამენტში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტართან - „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან - ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გიორგი გახარიამ განიხილა საქართველოში დაგეგმილი 2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დილიდან დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. გიორგი გახარია უკვე შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს მიხაილ ზიბერტს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system