თავში

გიორგი გახარია: "ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები

გიორგი გახარია: "ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები
გიორგი გახარია: ოცნების ახალი სახე ვეღარ ვიქნები

„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი“, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს პრემიერი, ან თუ შეიძლება ახალი გუნდი ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“, გიორგი გახარიამ განაცხადა:

ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი. სხვა ყველაფერი შეიძლება. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ადრე გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“,-განაცხადა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system