თავში

გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის

გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის
გიორგი გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის

"არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ, ღია, ტრანსფარანტულ გარემოში და ეს ასე იქნება. ყველას ძალიან კარგად გვესმის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლიას. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდა.

"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, ეს ხომ არ არის სიახლე, ყოველთვის ვამბობდით, რომ მარტივი წესები უნდა დავიცვათ. დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანაციაზე და ელემენტარულ ჰიგიენურ წესებზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა. ამიტომ, ეს წესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system