თავში

გიორგი გახარია: რაც ტყიბულში ხდება აბსოლუტურად მიუღებელია

გიორგი გახარია: რაც ტყიბულში ხდება აბსოლუტურად მიუღებელია
გიორგი გახარია: რაც ტყიბულში ხდება აბსოლუტურად მიუღებელია

"ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში აბსულუტურად მიუღებელია,"- აღნიშნა გახარია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც მთავრობის სხდომა ტყიბულში მიმდინარე მოვლენების შეფასებით დაიწყო. 

მთავრობის მეთაურის თქმით, დამსაქმებელმა დასაქმებულის სახელფასი ვალდებულებები პირნათლად და დროულად უნდა უზრუნველყოს.

"ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში აბსულუტურად მიუღებელია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშო, რომ ეს პრობლემები დაგროვილია წლების განამვლობაში ყველა ინვესტორმა და დასაქმებულმა უნდა გაითვალიწსწინოს რომ ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას დასაქმებულებს შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა, აგულისხმობს შრომის უსაფრთხოების სრულ დაცვას. მიუღებელია, ის, რაც დღეს ტყიბულში ხდება. მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტყიბულში საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდება. მეშახტეები დილიდან მერიასთან იკრიბებიან. მათ სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეები. მოსახლეობის ნაწილმა ბავშვები ბაღებსა და სკოლაში არ გაუშვა. მათი თქმით, ისინი აქციას შეუერთდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system