2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს. ეს ომი მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
On the 12th anniversary of the August 2008 War, we pay tribute to the soldiers & civilians who lost their lives defending our homeland. Russia must end its destabilizing actions & fulfill the 2008 Ceasefire Agreement. This war remains an open wound for each & every Georgian.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) August 7, 2020