თავში

გიორგი გახარია ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს

გიორგი გახარია ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს
გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედს მიმართავს

პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია ტელეკომპანია "იმედს" მორიგი განცხადებით მიმართავს. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანიას ცალმხრივ გაშუქებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუთმოს პირდაპირი ეთერი. გახარიას თქმით, მზად არის ექსკლუზიურად ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბროს იმ დეტალებზე, თუ როგორ გეგმავდა "ქართლი ოცნება" მის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ნარკოტესტთან დაკავშირებით.

"მივმართავ ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე, აქ უკვე ვსაუბრობ იმაზე, რომ გუშინ ავსტრიიდან ალაპარაკეთ ჟურნალისტს ის, რისი დამადასტურებელი ერთი ფაქტი, ერთი წინადადებაც კი, ვერ წარმოადგინეთ და პირდაპირ წამომიყენეთ ბრალდება. იქვე თქვით, რომ ძალიან გაინტერესებდათ, ამაზე რა პასუხს გაგცემდით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პატივი ვცეთ თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს და მივცეთ შესაძლებლობა პირადად ჩემგან პირდაპირ ეთერში მოისმინონ ეს პასუხი.

ამისთვის მზად ვარ, თქვენს არხზე დავჯდე პირდაპირ ეთერში, სადაც ექსკლუზიურად მოგიყვებით ნარკოტესტთან დაკავშირებით ოცნების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაზე და ასევე, ავსტრიაში ჩემი ერთდღიანი ვიზიტის შესახებ.
აქვე, მინდა ვუთხრა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს - გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში" -
წერს გიორგი გახარია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system