თავში

გიორგი გახარია: ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში არის სრულიად მიუღებელი

გიორგი გახარია: ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში არის სრულიად მიუღებელი
გიორგი გახარია: ცეცხლი და ბარიკადები თბილისის ქუჩებში არის სრულიად მიუღებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუშინდელი აქციის დაშლის შესახებ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპეცდანშნულების რაზმმა კანონის ფარგლებში იმოქმედა და პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რისი უფლებაც ჰქონდა.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავესგარდა იმისა, რომ გადაკეტილი ქუჩები ბევრ ჩვენ მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, ეს ცეცხლი და ბარიკადები, აღმართული დედაქალაქის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიასთან, საარჩევნო ურნასთან, კანონის ფარგლებში, გამოხატვის უფლების გათვალისწინებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system