თავში

გიორგი გახარია: წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება

გიორგი გახარია: წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება
გიორგი გახარია: წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება

"წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას წარდგენისას ისაუბრა. 

ხობში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა სამომავლო არჩევნებზე ისაუბრა.

"ეს გამარჯვება უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეული. ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არ მივცეთ არავის შესაძლებლობა ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას გისურვებთ ხობელებო“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ხახუბია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system