თავში

გიორგი გახარია: უმძიმესი ემოციების ფილმია "შინდისი“ - PHOTO - განახლებულია

გიორგი გახარია: უმძიმესი ემოციების ფილმია "შინდისი“
გიორგი გახარია: უმძიმესი ემოციების ფილმია შინდისი“ - PHOTO - განახლებულია

უმძიმესი ემოციების ფილმია „შინდისი“, ქედს ვიხრი იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც გაზარდეს შინდისის გმირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ნახვის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფილმის გადამღებ ჯგუფს.

„სიმბოლურია, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს პრემიერა. უმძიმესი ემოციების ფილმია. ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და უნდა შეიგრძნოს. მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები – 17 ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც მტერთან ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა, თითოეულ მოსახლეს, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. საერთოდ, მსგავსი ფილმები, მსგავსი გმირული ქმედებები და საქციელი აერთიანებს ერს, ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ჩვენი ერთობლივი მიზნების და რა თქმა უნდა, უპირველესად იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"შინდისი" რეჟისორმა გიორგი ცინცაძემ გადაიღო. ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე მოგვითხრობს. ქართულმა მხარემ ფილმი "ოსკარზე" წარადგინა. 

ფილმის პრემიერამდე ორი დღით ადრე, კინოთეატრ "ამირანში" დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრები ესწრებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system