თავში

გიორგი გახარია: უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია

უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია
გიორგი გახარია: უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია

ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი უსაფრთხოების საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას, მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა.

„ეს არის ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა, ასევე ნატო-ს თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი უსაფრთხოების საფუძველი. ეს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ ახლახანს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია და მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შედეგად მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა უნდა, ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system