თავში

გიორგი გახარიამ მთავრობის პრიორიტეტები დაასახელა - VIDEO

გიორგი გახარიამ მთავრობის პრიორიტეტები დაასახელა - VIDEO
გიორგი გახარიამ მთავრობის პრიორიტეტები დაასახელა - VIDEO

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ბევრი წლები რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც ჩვენ გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფორუმის გახსნით სიტყვაში პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაა უსაფრთხოება; ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა; ადამიანური კაპიტალის განვითარება და ღია მმართველობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმირების ფარგლებში 2018 წლის ჩათვლით 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციული ღონისძიება ჩვენსა და ჩვენს დონორ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციაზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს იმ სფეროებს და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომელიც არის გაფორმებული და დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას. ეს გახლავთ, პირველი - უსაფრთხოება, მეორე - ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები. მესამე - განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობისთვის - ღია მმართველობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებაში, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მეორე ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system