თავში

გიორგი გახარიამ ილჰამ ალიევს საპარლამენტო არჩევნებში "ახალი აზერბაიჯანის“გამარჯვება მიულოცა

გიორგი გახარიამ ილჰამ ალიევს საპარლამენტო არჩევნებში "ახალი აზერბაიჯანის“გამარჯვება მიულოცა
გიორგი გახარიამ ილჰამ ალიევს საპარლამენტო არჩევნებში ახალი აზერბაიჯანის“გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს საპარლამენტო არჩევნებში „ახალი აზერბაიჯანის“ გამარჯვება მიულოცა. 

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ალიევსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერს ყურადღებისთვის და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამო და იმედი გამოხატეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხივი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია 125 საარჩევნო ოლქის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს.  


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system