თავში

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთში ვიზიტის შედეგები შეაფასა

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთში ვიზიტის შედეგები შეაფასა
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთში ვიზიტის შედეგები შეაფასა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტი შეაფასა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და თურქეთს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მორიგი ნაბიჯი გადაიდგა. 

"მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო თურქეთში ვიზიტს. ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონცეტრირებული მუშაობა ჩვენს თურქ კოლეგებთან, განსაკუთრებით ეკონომიკის პროფილის სამინისტროებთან. ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების სქემა. ყველზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება ეკონომიკური კომისიის შექმნა და სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც მალე დაიწყება. თურქეთის პრეზიდენტი ჩემი წინადადების შემდეგ დაგვთანხმდა ეწვიოს საქართველოს თბილისს."- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

გიორგი გახარია თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. პრემიერის მოწვევით გაზაფხულზე თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system