თავში

გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა
გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თმის ღერით ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა.

გახარიას თქმით, ნარკოტესტის შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. მისი თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება.

"გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა. სამხარაულის ბიოუროსთან, ჩვენ ყველას გვექნება ალბათ კონტაქტი, ესენი ისეთი ტემპით მიდიან.

საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენი პარტია ბიუროს არ უცხადებს ნდობას, თუმცა, ამ კონკრეტული ბიუროს გამოყენებით გეგმავდნენ, გახარიას წინააღმდეგ პროვოკაციას,"- აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.

გახარიას განცხადებით უპასუხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

გახარიას თქმით, ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით ჩაიტარებს, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system