თავში

გიორგი გახარიას ახალი მრჩეველი ჰყავს

გიორგი გახარიას ახალი მრჩეველი ჰყავს
გიორგი გახარიას ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადაუდასტურებენ.

ბექა ლილუაშვილს გიორგი გახარიასთან მუშაობის თითქმის 5-წლიანი გამოცდილება აქვს. ის პროფესიით ეკონომისტია; აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება.

ბექა ლილუაშვილი 2017 წლიდან სწავლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. 2012-2013 წლებში ის მონაწილეობდა პროკრედიტ ბანკ საქართველოს ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით, რის შედეგადაც დიპლომირებული სპეციალისტია. ბექა ლილუაშვილმა 2008 -2012 წლებში დაამთავრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაკროეკონომიკის განხრით.

2019 წლის ივნისიდან - ოქტომბრამდე, ის იკავებდა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მანამდე კი ამავე უწყებაში იყო ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი.

2017 წლის ივნისიდან - დეკემბრამდე ბექა ლილუაშვილი იყო ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მანამდე კი ის გახლდათ ამავე უწყების პირველი ხარისხის კონსულტანტი.

2014 წლიდან 2017 წლამდე ბექა ლილუაშვილი იკავებდა ეკონიმიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩევლის პოზიციას.

2014 წლამდე პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი მრჩეველი დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობზე ბანკ „კონსტანტაში“, „პროკრედიტსა“ და „ტაო პრივატში“. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის გიორგი გახარიას სამი მრჩეველი ჰყავს. ბექა ლილუაშვილის გარდა, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციები სოზარ სუბარს და ირაკლი ჩიქოვანს უკავია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system