თავში

გიორგი გახარიასთვის მკვლელის შეწყალება მიუღებელია

გიორგი გახარიასთვის მკვლელის შეწყალება მიუღებელია
გიორგი გახარიასთვის მკვლელის შეწყალება მიუღებელია

"მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს შეწყალება არ უნდა ეხებოდეთ" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით პარლამენტი უახლოეს პერიოდში მსჯელობას დაიწყებს.

“შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა – გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეწყალების რამდენიმე გახმაურებული ფაქტი. კერძოდ, პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთი 2009 წლიდან ძებნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system