თავში

გიორგი ჯანჯღავა თურქეთის ინტერპოლისა და ევროპოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი ჯანჯღავა თურქეთის ინტერპოლისა და ევროპოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
გიორგი ჯანჯღავა თურქეთის ინტერპოლისა და ევროპოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლისა და ევროპოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან ლუთფი ჩიჩექთან. 

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მხარეების მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

"ამასთან, შეხვედრისას, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს, საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დადებითი დინამიკა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობას და გამოთქვეს ურთიერთობების განვითარების სურვილი, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system