თავში

გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდნტი, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი იყო პროცესზე, რომელიც თავად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო.

მარგველაშვილის შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია დროული და ადეკვატურია. 

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 

"გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, მომცენ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა "მთავარ არხთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system