თავში

გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს პასუხობს და მადლობას იხდის

გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს პასუხობს და მადლობას იხდის
გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს პასუხობს და მადლობას იხდის

ტელეკომპანია "მთავარი არხის" თანადამფუძნებელი გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს პასუხობს. ამის შესახებ წერილი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

"ჩემო მეგობარო ალეკო,

ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს.

მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს გიორგი რურუა. 

პარტია "მოქალაქეს" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ რურუას პატიმრობა მეტწილად ოპოზიციის ბრალია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system