თავში

გიორგი რურუა მიმართვას ავრცელებს

გიორგი რურუა მიმართვას ავრცელებს
გიორგი რურუა მიმართვას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთი-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა მიმართვას ავრცელებს. ის ოპოზიციას მოუწოდებს, კონცენტრირდეს ეკონომიკურ საკითხებზე, ნაცვლად ერთმანეთის "დამაბნეველი და საზიანო ლანძღვისა".

აღნიშნული შინაარსის პოსტს გიორგი რურუა საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს

"ჩემო მეგობრებო, ოპოზიციას მივმართავ, ჩვენთვის საინტერესოა, ის თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება, სამუშაო ადგილების შექმნა წლების მიხედვით. ასევე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ თვეში მოახერხებთ გადასახადების შემცირებას(საშემოსავლო,მოგების,დღგ და ქონების). როდის განახლდება ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა მრავალი საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ჩემი თხოვნა იქნება ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე რაც ბოლო კვირებში ისმის მედიაში.

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა" - ნათქვამია მიმართვაში. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 ივლისს, ,,მთავარი არხის" მეწილე დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system