თავში

გიორგი რურუა ნიკა მელიას მიმართავს

გიორგი რურუა ნიკა მელიას მიმართავს
გიორგი რურუა ნიკა მელიას მიმართავს

"შენი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის",- ამ სიტყვებით გიორგი რურუა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გარეთ ელოდება არა მატო ის არამედ მოსახლეობის უმრავლესობა.

"მე მინდა მოვიკითხო ნიკა, ჩემი მეგობარი. გუშინდელიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა სანახავად, დამირეკა და ყველა შენ, არამარტო მხარს გიჭერს და გგულშემატკივრობს, შენი იმედი აქვთ, რომ გამოხვალ. მეც ასე ვფიქრობ, რომ შენი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის. ეს შენც იცი, შენი უნარები ამის საშუალებას გაძლევს. გელოდები გარეთ, არამარტო მე, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, შენი მეგობრები, ოჯახის წევრები, სანდრო, მაიკო, ყველა...

ჯანმრთელობას გისურვებ, კარგად გამოიყურები და გუშინ რაც ვთქვი, ისევ იმ აზრზე ვარ და გელოდები მოკლედ, ყველაფერი წინ არის და გვჭირდები".- მიმართა რურუამ მელიას "მთავარი არხის" ეთერით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system