თავში

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს - პეტრე ცისკარიშვილი

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს - პეტრე ცისკარიშვილი
გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს - პეტრე ცისკარიშვილი

გიორგი ვაშაძემ საკუთარ პარტიას მიხედოს, ხოლო ჩვენ, ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი თვითონ გადავწყვეტთ, წავა თუ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, - ასე უპასუხა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას.

ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილი არსად წასვლას არ გეგმავს.

,,გასაგებია გიორგი ვაშაძის სურვილი, რომ ჩვენ არა 30-35 პროცენტიანი, არამედ მასავით 3-პროცენტიანი პარტია გავხდეთ და მიშა ჩვენთან ერთად არ იყოს, მაგრამ როგორც სააკაშვილი იტყოდა: ნურას უკაცრავად! ასეთი რაღაცები არ გამოვა, არავინ წასვლას არ გეგმავს. არასწორია ერთ სიბრტყეში დაყენება ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ქვეყანა გააჩანაგა და გააღატაკა და მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მერვე წელია არის დევნილი ოპოზიციონერი ლიდერი და თავის პარტიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ეხმარება. სად უნდა წავიდეს?!“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუკი მიხეილ სააკაშვილიც ივანიშვილის მსგავს განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system