თავში

გიორგი ვაშაძე: ძირითად საკითხზე ვერ შევთანხმდით

გიორგი ვაშაძე: ძირითად საკითხზე ვერ შევთანხმდით
გიორგი ვაშაძე: ძირითად საკითხზე ვერ შევთანხმდით

ძირითად საკითხზე, როგორიც არის ხელახალი არჩევნები, ვერ შევთანხმდით, - ამის შესახებ "სტატეგია აღმაშენებელის" ლიიდერმა გორგი ვაშაძემ განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, მესამე რაუნდის შეხვედრა პოზიტიური იყო და მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

"ნამდვილად პოზიტიური იყო შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ ყველა საკითხი. არის საკითხები, სადაც ხდება პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშრებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის. დღევანდელი დღის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არის რიგგარეშე არჩევნებზე. არის საკითხები, სადაც ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტალურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო ქვეყანაში, არის საკითხები, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით ესენია რიგგარეშე არჩევნები, არის პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციასა და მმართველ გუნდ შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system