თავში

გიორგი ვაშაძე: პარლამენტში ხელაღებით შესვლას, შეთანხმების გარეშე არ განვიხილავ

გიორგი ვაშაძე: პარლამენტში ხელაღებით შესვლას, შეთანხმების გარეშე არ განვიხილავ
გიორგი ვაშაძე: პარლამენტში ხელაღებით შესვლას, შეთანხმების გარეშე არ განვიხილავ

"ქართული ოცნების" ხელში არის უფრო გადაწყვეტის მექანიზმი ვიდრე ჩვენს ხელში",- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, პარლამენტში ხელაღებით შესვლას, შეთანხმების გარეშე არ განიხილავს.

"მთავარი გზავნილი ამ შეხვედრის არის რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, კომპრომისისკენ. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი იმას, რომ "ქართული ოცნების" ხელში არის უფრო გადაწყვეტის მექანიზმი ვიდრე ჩვენს ხელში. კვლავ დავაფიქსირე ის პოზიციები, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია ყველა ოპოზიციურ პარტიას. რა თქმა უნდა , ჩემთვისაც, ჩემი ქვეყნის მოქალქეების მსგავსად, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ პარლამენტში ხელაღებით შესვლას შეთანხმების გარეშე არ განვიხილავ. არ ვიცი რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დავაყენეთ იმიტომ, რომ არცერთი წინადადება არ მომისმენია" ქართული ოცნების" მხრიდან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system