თავში

გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის გუფასურების შესაჩერებლად გეგმა წარმოადგინა

გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის გუფასურების შესაჩერებლად გეგმა წარმოადგინა
გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის გუფასურების შესაჩერებლად გეგმა წარმოადგინა

გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუნრა.. 

ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს:

1. სწრაფ, კომპლექსურ და სისტემურ ეკონომიკურ რეფორმებს;

2.ხელისუფლების ცვლილებას;

3.მულტისავალუტო რეჟიმს (ლარი/ ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღებას).

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ კრიზისიდან თავის დასაღწევად ასევე საჭიროა მძლავრი რეფორმები და ინვესტიციების მოზიდვა.

"თუ მძლავრი ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაპოვებლად - არაფერი არ შეიცვლება. ინვესტიციები კი ქვეყანაში არ შემოვა თუ ხელისუფლება ისევ იქნება დამსხვრეული ოცნებების პარტიის. რატომ? იმიტომ, რომ ნდობაა ნულოვანი, არანაირი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნიათ, მოქმედებენ სპონტანურად და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system