თავში

გიორგი ვაშაძემ "მესამე ძალა" წარადგინა

გიორგი ვაშაძემ "მესამე ძალა" წარადგინა
გიორგი ვაშაძემ მესამე ძალა წარადგინა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაციაზე მათთან გაერთიანებული პოლიტიკოსები წარადგინა: ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე; რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე; პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია; იურისტი, ადვოკატი ვახტანგ იაშვილი; სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ბაღათურია; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.

"დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, ერთი მხრივ ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, დაბალი შემოსავალი, ფასების ზრდა, და მეორე მხრივ კოვიდპანდემია, რომელიც ყველას შეგვეხო. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ არსად არ მიდის პოლიტიკური პოლარიზება, დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, სამწუხაროდ, ეს იქცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ადამიანის, ხალხის ხმა, თქვენს საჭიროებებზე საუბარი ფაქტობრივად საერთოდ გაქრა პოლიტიკური პროცესიდან. სწორედ ამიტომ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც ადამიანის პრობლემებს, გაჭირვებას დააბრუნებენ ყოველდღიურ პროცესში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system