თავში

გიორგი სიორიძე: სოციალურ დახმარებას პოლიტიკური ნიშნით გასცემენ

გიორგი სიორიძე: სოციალურ დახმარებას პოლიტიკური ნიშნით გასცემენ
გიორგი სიორიძე: სოციალურ დახმარებას პოლიტიკური ნიშნით გასცემენ

“ლელოს” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხელისუფლების მხრიდან სოციალური დახმარების პოლიტიკური განწყობის მიხედვით გაცემაზე საუბრობს.

გიორგი სიორიძის თქმით, შემწეობის იმედად დარჩენილ მოსახლეობას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათთვის გასაცემ შემწეობას მხოლოდ პოლიტიკური განწყობის მიხედვით საზღვრავს.

,,გურიის რეგიონში არის სრული ქაოსი და განუკითხაობა, არსებობს არასწორი რეგულაციები მიზნობრივი სოციალური დახმარების განაწილებასთან დაკავშირებით. მოსახლეობის თითქმის 20% არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და ამას “ქართული ოცნება” იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მათი საარჩევნო მიზნების მისაღწევად,” - განაცხადა სიორიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system