
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
როგორც მთავრობის ყოფილი მეთაური ,,ტვიტერის" გვერდზე წერს, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი უნდა დასრულდეს.
„პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი, რომელიც აფერხებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, უნდა დასრულდეს. 1991 წლის 31 მარტი საქართველოს ისტორიაში საკვანძო მომენტია, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ შორის მათაც, ვინც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირეს მხარი“, - წერს გიორგი გახარია.
Political polarization&radicalism, which hinders the process of building a modern #Georgian state, must come to an end. March 31, 1991 is a critical point in recent history of , when our citizens, including those living in the Russian-occupied regions demanded independence.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) March 31, 2021