თავში

"გირჩი" ამომრჩევლებს და ფეხბურთის გულშემატკივარს "დინამო არენასთან" იხმობს

"გირჩი" ამომრჩევლებს და ფეხბურთის გ
გირჩი ამომრჩევლებს და ფეხბურთის გულშემატკივარს დინამო არენასთან იხმობს

დღეს პოლიტიკური პარტია "გირჩი" ამომრჩევლებს "დინამო არენასთან" შეხვდება. 

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეხვედრა მუშთაიდის ბაღში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ბაღის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება ვერ შედგა და საფეხბურთო მატჩის საყურებლად განკუთვნილი ეკრანის შეტანაზე გირჩს უარი განუცხადეს.

"რეალურად ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რატომაც ეს ადამიანი (პარკის ადმინისტრაცია) უარს ამბობს. პირველი მიზეზი შეიძლება შიში იყოს, ხოლო მეორე, ვიღაც ეუბნება, რომ არ შეგვიშვას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ღონისძიება  შეცვლილი ადგილმდებარეობით მაინც გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system