თავში

გირჩი: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ბოიკოტს გავცვლიდი

გირჩი: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ბოიკოტს გავცვლიდი
გირჩი: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ბოიკოტს გავცვლიდი

"თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომელსაც ონლაინ-ფორმატის შეხვედრა მხარდამჭერებთან Zoom-ის საშუალებით სოციალური მედიის პლატფორმებზე ჰქონდა. 

მისი თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზე დიალოგისთვისაც სურდათ პარლამენტში შესვლა და თუ ამ საკითხებზე სასაუბროდ ხელისუფლება ნებას გამოხატავს, ის მზადაა საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს. 

"დააბარტერო მნიშვნელოვანში არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ახლა არის მოლოდინის რეჟიმი, რომ ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მანამდე სხვა თემების წამოწევის სივრცე არ არსებობს, რადგან გაუგებარი ამბავი იქნება. ალტერნატივა უნდა იყოს წონიანი, თუ არ არის ვადამდელი არჩევნები, მაშინ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დათმოს ხელისუფლებამ“, -აღნიშნა ჯაფარიძემ.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ოპოზიციურმა პარტიებმა არალეგიტიმურად ცნეს. 8 პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system