თავში

"გირჩი - მეტი თავისუფლება" ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს

"გირჩი - მეტი თავისუფლება" ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს
გირჩი - მეტი თავისუფლება ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს

"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღო. 

პარტია თბილისის მერად "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს ნიკა მელიას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სანაცვლოდ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიცე-მერის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. ვიცე მერობის კანდიდატი კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. 

ამასთან პარტიას თბილისში 3 ან მეტი მაჟორიტარობის კანდიდატიც ეყოლება და ამ ოლექბში სხვა პარტიებისგან მხარდაჭერას მიიღებს.

კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა Facebook ჯგუფში დღეს, 23 ივლისს 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system